„სიბიესის“​ ცნობით, ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ინფორმაციას ამერიკელი ოფიციალური პირები ადასტურებენ.

ირანში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, გააქტიურებულია ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა გაისმა ქალაქ ისპაჰანის აეროპორტთან.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება იყო ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზის სიახლოვეს.

ადგილობრივი მედია სამ აფეთქებაზე წერს. შეჩერებულია ფრენები.

 ისრაელს, ამ დროისთვის, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

განახლება:

ირანმა აღადგინა ფრენები, რომელიც მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ისპაჰანის პროვინციაში სამხედრო ბაზის მახლობლად განხორციელებული აფეთქებების შესახებ გავრცელდა ცნობები. როგორც „სიენენი“ წერს, ამის შესახებ ირანი სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში განაცხადეს.

ფრენები განახლდა ირანის დედაქალაქის ორ მთავარ აეროპორტში.