ომის 793-ე დღე - რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ამჯერად რუსული ძალების სამიზნე გახდა დონეცკის ოლქში მდებარე უდაჩნოეს დასახლება. სარაკეტო დარტყმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა.

სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ხარკოვის ქალაქ ბალაკლეაზეც, სადაც რუსებმა რკინიგზის სადგურს დაარტყეს, დაშავდა 10-მდე ადამიანი.