გარდაბნის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ღამით ქალაქის მთავარი ნაძვის ხე წააქცია. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში წერს, დაზიანდა ნაძვის ხის რკინის კონსტრუქცია და ღერძი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ შესაბამისი სამსახურები.