აშშ-ში, ტრამპის სიახლოვეს სროლა იყო - პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის თქმით, ის უსაფრთხოდაა. მედია წერს იმასაც, რომ შემთხვევა ტრამპის ეროვნულ გოლფის კლუბში მოხდა, სადაც ის გოლფს თამაშობდა.
თავდაპირველად, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპს ესროლეს, თუმცა მოგვიანებით ეს არ დადასტურდა.
"საიდუმლო სამსახური, "პალმ ბიჩის" ოლქის შერიფის ოფისთან ერთად, იძიებს ინციდენტს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა დაახლოებით 2 საათზე. ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდაა", - ვრცელდება სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის განცხადება.