ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. ცოტნე დადიანის ქუჩაზე, 9 სართულიანი კორპუსის მე-8 სართულიდან მუშა ჩამოვარდა და გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქეა.
თვითმხილველების ცნობით, მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადმოვარდა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.