ქუთაისში, მესხიშვილის მე-4 შესახვევში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის კედელი ჩამოინგრა.
მშენებლობა კერძო საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე მიმდინარეობს. უბედურ შემთხვევას ადგილობრივები შემთხვევით გადაურჩნენ.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ინვესტორს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულგრილობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს და კორპუსის მშენებლობამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.