3-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განუცხადა.

არსებული ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ იპოვეს. კიდევ ორი პირის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა.