უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული რთული ვითარების გამო, ესპანეთში ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“, ესპანურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესპანურ მხარეს ზელენსკის ვიზიტის გაუქმების მიზეზი არ განუმარტავს.
10 მაისს რუსეთმა ხარკოვის ოლქზე შეტევა წამოიწყო. ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქ ხარკოვის სიახლოვეს მდებარე დასახლებებში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალების ცნობით, უკრაინელი სამხედროები ქალაქ ვოლჩანსკიდან და ლუკიანცევიდან გავიდნენ. როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, გადაწყვეტილება უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით იყო მიღებული.