რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმართავენ.
"სად მივდივართ?" - ჰკითხა აქციის მონაწილეებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ქართულ ენაზე, რაზეც მათ უპასუხეს: "ევროპაში!"
"ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო", - განაცხადა ლანდსბერგისმა.
"სა-ქართ-ვე-ლო", - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
"დღეს მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, იმის სათქმელად, რომ თქვენ არ ხართ მარტო!", - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.