ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახახულევთან.

მიკროავტობუსი, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და არხში ჩავარდა.

დაშავებულია ათამდე ადამიანი. ტურისტები ლიეტუვადან არიან. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაჰყავთ.

მსხვერპლი არ არის.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამედიცინო ბრიგადები.