2023 წლის 9 თვეში საქართველომ თითქმის $6 მილიონის ბიუსტჰალტერები გაყიდა. მთავარი საექსპორტო ქვეყანა თურქეთია სადაც გასულ 9 თვეში 5 705 750 აშშ დოლარის 343.99 ტონა ბიუსტჰალტერი გავიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 114 650 აშშ დოლარის  1.99ტონა, მესამეზე კი ჰონკონგი 2 460 აშშ დოლარის 0.01ტონა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტზე გასული იყო 4 668 780 აშშ დოლარის 244.12 ტონა პროდუქცია, მთელი 2022 წლის განმავლობაში კი საქართველომ უცხოეთის ბაზრებზე 6  642  760 დოლარის ღირებულების ბიუსტჰალტერები (მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟისა, ან არატრიკოტაჟისა) გაყიდა, რაც ბოლოს 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. შესაბამისად არსებობს რეალური შანსი, რომ 2023 წლის მაჩვენებელმა წინა წლის რეკორდი მოხსნას.

რაც შეეხება იმპორტს საქართველოში 4 608 140 აშშ დოლარის 473.65 ტონა ბიუსტჰალტერი შემოვიდა. აქედან  2 371 190 აშშ დოლარის 426.56 ტონა ჩინეთიდან. 569 530 აშშ დოლარის  22.29 ტონა თურქეთიდან. 478 850 აშშ დოლარის  3.55 ტონა იტალიიდან, 328 530 აშშ დოლარის 1.93 ტონა ესპანეთიდან და 157 170 აშშ დოლარის 1.21 ტონა საფრანგეთიდან. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბიუსტჰალტერების იმპორტი შეადგენდა 3 997 850 აშშ დოლარის 431.90 ტონას.