ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე შეამცირა. განაკვეთის შემცირების საკითხზე ბანკის მონეტარული პოლიტიკის საბჭომ 20 დეკემბერს იმსჯელა.
სების განცხადებაში წერია, რომ ინფლაცია 2024 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში მასთან ახლოს შენარჩუნდება. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ია.
„ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეროვნული ბანკი მის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს, ინფლაციის განახლებული პროგნოზების შესაბამისად”, - წერია განცხადებაში.