SpaceX-ის დამაარსებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ საქართველოში სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომია. ინფორმაცია მან სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ ტვიტერში) გაავრცელა.

"სტარლინკი საქართველოში ხელმისაწვდომია", - წერია მის გამოქვეყნებულ ტვიტში.

ინფორმაცია გავრცელდა "სტარლინკის" ოფიციალური გვერდითაც, სადაც მითითებულია ლინკი, რომელზე გადასვლითაც შესაძლებელია მომსახურების ფასების დადგენა.