მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს 92 წლის ბირთვული ფიზიკოსი გრიგორი კლინიშოვი, პირველი საბჭოთა ორსაფეხურიანი თერმობირთვული ბომბის, RDS-37-ის ერთ-ერთი შემქმნელი.
როგორც სააგენტო „ტასს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მეცნიერმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე კლინიშოვმა დატოვა ბარათი, რომელშიც თავის ახლობლებს დაემშვიდობა.
კლინიშოვი დაიბადა 1930 წელს. იყო ფიზიკურ და მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1962 წელს მიენიჭა ლენინის პრემია.
RDS-37 ბომბის გარდა, მეცნიერმა ასევე შეიმუშავა შემდეგი თაობის ბომბებისათვის რამდენიმე ტიპის თერმობირთვული მუხტი.
რდს-37 თერმობირთვული ბომბის გამოცდა 1955 წლის 22 ნოემბერს სემიპალატინსკის პოლიგონზე მოხდა. აფეთქების მძლავრი ტალღის გამო შენობები დაზიანდა 59 დასახლებაში. აფეთქების ეპიცენტრიდან 200 კილომეტრამდე რადიუსში სახლების ფანჯრის მინების ჩაიმსხვრა.
დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი წლის ბავშვი და ერთი სამხედრო მოსამსახურე.