უკრაინის პრეზიდენტმა ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო დამოუკიდებელ მრჩევლად დანიშნა.
შესაბამისი ბრძანებულება No589/2023 პრეზიდენტის ვებგვერდზე 2023 წლის 26 სექტემბერს, სამშაბათს გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ანდრეი შევჩენკო ასევე გახდა United 24-ის გლობალური პროექტის პირველი ელჩი. United 24 ფონდების მოზიდვის პლატფორმა და უკრაინის მხარდასაჭერად შემოწირულებების შეგროვების მთავარი მექანიზმია, რომელიც სწორედ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა.