ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა. როგორც ოსტინი X-ზე წერს, ის უკრაინელ ლიდერებს შეხვდება. 

მისი თქმით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"მე ახლახან ჩავედი კიევში უკრაინელ ლიდერებთან შესახვედრად. დღეს ვარ აქ, რათა მათ მივაწოდო მნიშვნელოვანი გზავნილი - აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, როგორც ახლა, ასევე მომავალში," - წერს ოსტინი.