კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მედიის ცნობით, აღნიშნული კომენტარი ტრამპმა „სიენენის“ ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა.

ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოხსნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მჯერა, ჩემი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებშია განზე გადგომა და მხოლოდ ჩემი ვადის დარჩენილ პერიოდზე ფოკუსირება“, –აღნიშნავს ჯო ბაიდენი გამოქვეყნებულ წერილში.

ამასთან, ბაიდენი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს.