ბიზნესმენმა, სოციალური ქსელის X-ის (ყოფილი Twitter) მფლობელმა ილონ მასკმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოკოლაჟი. დაძაბული გამომეტყველების ზელენკის ფოტოს ახლა წარწერა „როცა უკვე 5 წუთია არ მოგითხოვია მილიარდობით დოლარის დახმარება“.
მასკის პოსტმა გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში 24 ათასი კომენტარი მოაგროვა უმეტესობა უარყოფითი ხასიათის. მომხმარებლები წერდნენ მებრძოლო უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე და შეახსენებენ მასკს, რომ სამხედრო დახმარების პაკეტები ინვესტიციაა ამერიკულ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში, ანუ აშშ-ს ეკონომიკაში. ისინი ასევე აქვეყნებენ კოლაჟებს: მასკი რუსული არმიის ფორმაში, მასკი ძაღლის სახით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად საბელით და ასეთივე სახის მასკის პორტრეტი, წარწერით: „როცა ხუთი წუთია, ერთი სისულელეც არ მითქვამს“.
მასკის გამოსახულებით ფოტოკოლაჟი X-ში უკრაინის უმაღლესმა რადამაც გამოაქვეყნა, მინაწერით „უკვე 5 წუთია, რაც რუსულ პროპაგანდას არ ავრცელებ“. ამჟამად, პოსტი წაშლილია. უცნობია ვინ იყო ამის ინიციატორი რადა თუ სოციალური ქსელის ადმინისტრაცია.