ისრაელის სამხედროების განცხადებით, მას შემდეგ რაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი დასრულდა, ისრაელმა ღაზას სექტორში 400-ზე მეტ ობიექტზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

IDF-ის განცხადების თანახმად, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალებმა ღაზას სექტორს, მათ შორის სამხრეთით მდებარე ტერიტორიებს შეუტიეს.

„მოიერიშე თვითმფრინავებმა ხან-იუნისის რაიონში ფართო შეტევის დროს 50-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხან-იუნის მარინა ისრაელის ჯარების კიდევ ერთი სამიზნე იყო.

„მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჩრდილოეთ ღაზაში მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ განაცხადა, ღაზას ასიათასობით მცხოვრებმა ხან-იუნუსს შეაფარა თავი“, - წერს მედიასაშუალება.