აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ისრაელზე თავდასხმას ირანი მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში განახორციელებს, – ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს სატელეფონო საუბარში განუცხადა.
„თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, რომ სახელმწიფო მდივანმა კოლეგებთან, აშშ-ის ძალისხმევის ფონზე, დაძაბულობის დეესკალაციისა და სრულმასშტაბიანი ომის თავიდან აცილების მიზნით ისაუბრა. ასევე, როგორც ირკვევა, ბლინკენმა კოლეგებს განუცხადა, რომ ირანზე ზეწოლა თავდასხმის შეზღუდვისთვის არის საუკეთესო გზაა რეგიონული ომის თავიდან ასაცილებლად.