„ჰამასის“ ლიდერის - ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ ირანი ისრაელზე თავდასხმას 12-13 აგვისტოს გეგმავს, როცა ისრაელში თიშა ბე-ავის მარხვა აღინიშნება. ამის შესახებ The Jerusalem Post წერს.
მედიის ცნობით, ირანის გეგმების შესახებ Sky News Arabia-ს დასავლური დაზვერვის წარმომადგენლებმა უამბეს. მოსალოდნელია, რომ შეტევა „ჰეზბოლასთან“ იქნება კოორდინირებული, ხოლო მარხვის დღეებში თავდასხმას ისრაელის მოსახლეობაზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება ექნება.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში 31 ივლისს მოკლეს.