მინსკში ОДКБ-ს სამიტი დაიწყო. ბელარუსის დედაქალაქში შეხვედრას ორგანიზაციის წევრი ექვსი ქვეყნიდან ხუთის ლიდერი ესწრება.

 

სამიტზე იმყოფება რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი - ალექსანდრ ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი - ყასიმ-ჯომართ ტოკაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი - სადირ ჯაფაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმანი. ღონისძიებას არ ესწრება სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრები, საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ვითარებასთან ერთად, კავკასიის საკითხსა და ОДКБ-ს წევრი სომხეთის "უკმაყოფილებას" განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ОДКБ-ს სამიტზე დასწრებაზე სომხეთის პრემიერმა უარი განაცხადა. მოგვიანებით, დასწრებაზე უარი თქვეს ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.