ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საერთაშორისო ზეწოლის გათვალისწინებით, ისრაელს რაფაჰში ოპერაციის დასასრულებლად ერთი თვე დარჩა.

როგორც მან ომის კაბინეტის წევრებს განუცხადა, ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქში ოპერაცია რამადანის დაწყებამდე, ანუ 10 მარტამდე უნდა დასრულდეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა სამხედროებს რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა.