ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ, ჩეხეთს უკრაინისთვის DITA-ს უახლესი ჰაუბიცები დაუკვეთა.

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, DITA ჰაუბიცა თანამედროვე სისტემაა, რომელსაც შეუძლია ათეულობით კილომეტრის დაშორებით სამიზნეების დარტყმა.

"უკრაინას დიდი მოთხოვნა აქვს ამ იარაღზე. ამიტომაც ნიდერლანდებმა ახლახან დაუკვეთა 9 ასეთი ჰაუბიცა უკრაინისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მანამდე ნიდერლანდებმა ჩეხეთს 100 MR-2 საზენიტო იარაღიც შეუკვეთა.