"ექსტრემიზმის საქმეზე", რუსი ოპოზიციონერის განაჩენი რუსეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. შესაბამისად, ალექსი ნავალნი სასამართლომ 19 წლით პატიმრობაში დატოვა.

 

დაცვის მხარე სააპელაციოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უკვე უმაღლეს, საკასაციო ინსტანციაში აპირებს.

 

რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ნავალნის განაჩენი ძალაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე მას სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანენ.

ნავალნი ამჟამად ვოლოდიმრის რაიონის სოფელ მელეჰოვოში, მკაცრი რეჟიმის მე-6 კოლონიაში იმყოფება

ცნობისთვის, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის "ექსტრემიზმის საქმეზე" 19 წლით თავისუფლების აღკვეთა აგვისტოში მიუსაჯა. პროკურატურა ნავალნისთვის სპეციალური რეჟიმის კოლონიაში, 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

 

რუს ოპოზიციონერს ბრალი ერთდროულად ექვსი მუხლით ჰქონდა წაყენებული: ექსტრემიზმის წაქეზება, მოქალაქეთა უფლებების დამრღვევი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა, ექსტრემიზმის დაფინანსება, ექსტრემისტული თემის შექმნა, არასრულწლოვანთა ჩართვა სახიფათო ქმედებებში და ნაციზმის რეაბილიტაცია.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 9 -წლიან სასჯელს იხდის თაღლითობის საქმეზეც. ექსტრემიზმის საქმეზე ბრალი კი მას ივნისში წაუყენეს.

ნავალნი 2021 წელს მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. 2020 წელს რუსი ოპოზიციონერი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.