საბერძნეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. სტიქიის ზონაში ათობით ცეცხლის კერაა.  ძლიერი ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია ოთხ დასახლებაში დაიწყო.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი და ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა აფერხებს. ქალაქში +44 გრადუსი დაფიქსირდა.  

სტიქიის ზონაში 78 მეხანძრე-მაშველი და 26 სპეცტექნიკაა მობილიზებული. ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენების გამოყენებაც გახდა საჭირო.