აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ივლისის ბოლოს ვაშინგტონში გამართავენ შეხვედრას - როცა ისრაელის ლიდერი აშშ-ის კონგრესს მიმართავს ღაზაში მისი ქვეყნის მიერ წარმოებული ომის თაობაზე. ამ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს, 2 ივლისს.

აშშ-მა შეინარჩუნა თავისი ძლიერი მხარდაჭერა ისრაელისადმი, როგორც დიპლომატიური, ისე იარაღის მიწოდების ჭრილში ღაზაში ომის მიმდინარეობისას - თუმცა ბაიდენმა რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება ისრაელის ქმედებების თაობაზე.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე ომს 38 000-მდე ადამიანი შეეწირა.