დღეს, 26 ივნისს გელზენკირხენის „აუფ შალკე არენაზე“ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან და F ჯგუფის ლიდერთან, პორტუგალიასთან გამართავს, რომელსაც პლეი ოფის საგზური პირველი ადგილით აქვს განაღდებული.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ჯგუფურ ეტაპზე, პორტუგალიამ ჩეხეთს – 2:1, ხოლო თურქეთს 3:0 მოუგო. საქართველომ თურქეთთან 1:3 წააგო, ხოლო ჩეხეთთან 1:1 ითამაშა და მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ მოგება აძლევს ხელს.