აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 92.1%-ით ლიდერობს წინასწარი შედეგების თანახმად საპრეზიდენტო არჩევნებზე.

7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ქვეყნის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამომრჩეველთა 1.8 პროცენტმა ხმა მისცა ზაჰიდ ორუჯს, ხმების 1.5 პროცენტი მიიღო ფაზილ მუსტაფამ, 1.2 პროცენტი – გუდრათ ჰასანგულიევმა, 0.9 პროცენტი – რაზი ნურულაევმა, 0.4 პროცენტი – ელშად მუსაევმა, 0.3 პროცენტი – ფუად ალიევმა.

ამომრჩეველთა სიაში 6 მილიონ 478 ათას 623 ადამიანია. ქვეყნის მასშტაბით 6 537 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. არჩევნების დასაკვირვებლად 90 ათასზე მეტი დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული.