უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის მიმართულებით დაწინაურდნენ. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა უსაფრთხოების ძალებთან, სამართალდამცველებთან და სამხედროებთან ყოველდღიური საკონფერენციო საუბრის შემდეგ განაცხადა.

"მივიღე ანგარიში ფრონტზე არსებული სიტუაციის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების, სადაზვერვო მონაცემების შესახებ. ჩვენ წინ მივდივართ დონეცკის მიმართულებით. არის სხვა გეგმები, რომლებიც ხორციელდება", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ხერსონის რეგიონში რუსები აგრძელებენ ტერორს. კერძოდ, დღის განმავლობაში მტერმა რეგიონის ტერიტორიაზე 26 მართვადი საჰაერო ბომბი გაუშვა.