„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვას და პარლამენტში შესვლას მხოლოდ ორი პარტია შეძლებს.

კალაძე კონკრეტულ პარტიებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ორი პარტიის გარდა ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არცერთ აქვს.

„5%-იან ბარიერს, ვფიქრობ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ალბათ ორი პარტია გადალახავს და შეძლებს პარლამენტში შესვლას. დღევანდელი კვლევებითა და საზოგადოების განწყობით ის იკვეთება, რომ ორ პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა, სხვას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს“,- განაცხადა კახა კალაძემ.