პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მისი ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის პირველ სხდომაზე საზოგადოებას საკადრო ცვლილებები გააცნო. პრემიერმა ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერად დანიშნა, ხოლო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც აქამდე ვიცე-პრემიერის მოვალეობას ასრულებდა, პირველი ვიცე-პრემიერი გახდა. კვლავ ვიცე-პრემიერი იქნება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ტელეკომპანია „იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა შეცვალა.
8 თებერვალს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.