ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანა. "გირჩის" ინიციატივას მხარს უჭერენ დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციური პარტიები, მათ შოირს, "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი".

ორი ოპოზიციური პარტია - "ლელო" და "საქართველოსთვის" კანონპროექტს მხარს არ უჭერს.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გაეცნობიან კანონპროექტს და საჭიროების შემთხვევაში ის კომიტეტებში გადაინაცვლებს. მისივე თქმით, "ოცნების" მიზანიცაა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ციხეში და პატიმართა რაოდენობის შესამცირებლად საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა.