აშშ-მა ერაყში ირანის მხარდაჭერილი მებრძოლთა ჯგუფების წინააღმდეგ დარტყმების სერია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პენტაგონის ცნობით, სამშაბათს საღამოს განხორციელებული იერიშის სამიზნე ერაყში მდებარე ორი ობიექტი იყო. დარტყმები განხორციელდა ირანისა და ირანის მხარდაჭერილი ჯგუფების მხრიდან აშშ-ისა და კოალიციური ძალების წინააღმდეგ დარტყმები საპასუხოდ.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ავიაგამანადგურებლით განხორციელებული დარტყმის შედეგად ბაღდადიდან სამხრეთით განადგურდა „ათაიბ ჰეზბოლას“ საოპერაციო ცენტრი, ასევე დაჯგუფების მართვისა და კონტროლის კვანძი.

არსებული ცნობებით, ობიექტების ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ დაჯგუფების წევრები, თუმცა უცნობია, არიან თუ არა იერიშის შედეგად გარდაცვლილები.