საქართველოს პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აგრესორ და ოკუპანტ რუსეთს ომიდან 15 წლის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო დაიცავს თავის ევროპულ გზას.

„რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. 2008 წლიდან 15 წლის შემდეგ მას კვლავ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს. საქართველო გააგრძელებს ევროპულ გზას, მშვიდობით აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას და დავამტკიცებთ ჩვენს სიმტკიცეს დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია.