საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.
პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღწერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს და წერს, რომ "საქართველო არ დანებდება ხელახალ გასაბჭოებას".

"“რუსული კანონის” წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი, მშვიდობიანი აქციები თბილისში. “სპეცრაზმელები” წყლისა და გაზის ჭავლებით მზადყოფნაში არიან ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება. მიმდინარეობს დაკავებები. საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!" - წერს პრეზიდენტი.