არა რუსულ კანონს - ხვალ, 16 აპრილს 12:00 საათზე პარლამენტის უკან, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის პარალელურად, აქცია ჩაინიშნა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, პარლამენტის წინ მიმდინარე მასშტაბურ დემონსტრაციაზე გახდა ცნობილი.

რუსული კანონის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ხვალაც გაგრძელდება. იურიდიულმა კომიტეტმა დღეს პროექტს მხარი დაუჭირა.

რუსთაველზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო  პროტესტი, ამ დრომდე, გრძელდება.