საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გეგმავს, ციხიდან ჩაუდგეს სათავეში "ნაციონალური მოძრაობის" ბორდს.

"მე ვაპირებ, რომ სათავეში ჩავუდგე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ე.წ. ბორდს და ვიყო ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას პარტიის რიგითი წევრები მხარს დაუჭერენ. ამ ბორდში შემოვლენ ენმ-ს ლიდერები, ასევე, აქტიური საზოგადო მოღვაწეები.

მე მზად ვარ, რომ ამ არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე ვიყო. იმიტომ, რომ აქ საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. აქ წყდება, საერთოდ გვექნება მომავალი, თუ ის უიმედოდ დაიკარგა,"-  
თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს.