ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიშები გაფართოების შესახებ 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

"ბოლო შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება", - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.