„საზოგადოება ქართული“ დღეს თბილისის ისტორიულ მუზეუმ „ქარვასლაში“ დაფუძნდა, სადაც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ მიწვეულ სტუმრებს მათი საზოგადოების მიმართვა გააცნო.

მიმართვის ტექსტში აღნიშნულია, რომ ახალი ორგანიზაციაში იწვევენ მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და განათლების სფეროს სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს.

„ქართული ენის ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულზე გვსურს, გაცნობოთ ახალი ორგანიზაციის დაფუძნების თაობაზე, სახელწოდებით - „საზოგადოება ქართული“, სადაც ვიწვევთ მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და განათლების სფეროს სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს.

ჩვენ ასევე მივმართავთ თანამშრომლობისათვის საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ყველა მეგობარსა და კოლეგას.

ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნებით გვსურს, გამოვხატოთ მზაობა, რათა საზოგადოებაში დავამკვიდროთ: აკადემიური აზრი და სიტყვა;
რაციონალური ფიქრი და განსჯა ჩვენს წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე;

ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ერთიანობა, რომელიც დღეს ძალიან ჭირდება ჩვენს საზოგადოებას.