გორის ცენტრში, სამშენებლო ობიექტზე, სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა.
დაშავებულ 37 წლის მამაკაცს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შემდგომ კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.