ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირზე. მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი მგზავრი, მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლი.

არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ავტობუსს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მიმდინარეობს გამოძიება. რუსთავი 2 დამატებით დეტალებს არკვევს.