თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე შვიდივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ცნობილია, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

ტრანსნაციონალური თაღლითური ე.წ. ქოლცენტრების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 3 თებერვალს დააკავა.

პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით.