მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში, გარდაცვლილია 33 წლის მამაკაცი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავი-ვაზიანი-გომბორის გზის დასაწყისში მოხდა.
ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად, მოტოციკლის 33 წლის ასაკის მძღოლი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები.