ქუთაისში, პარფიუმერიის მაღაზია „ისი-პარი” გატეხეს. ინფორმაციას „ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

მაღაზიის თანამშრომლებს მინები ჩამსხვრეული დახვდათ. მათი თქმით, მძარცველებმა მხოლოდ 3 ლარის წაღება მოახერხეს, ვინაიდან სალაროში თანხა დატოვებული არ ჰქონდათ.

„წაღებულია მცირე რაოდენობის თანხა 3 ლარამდე, რადგან სალაროში არ იყო ფული, მხოლოდ იყო 3 ლარი. დანარჩენი აღებული არაფერი არ არის. პოლიციამ ამოიღო კამერის ჩანაწერები. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები“,- ამბობს „ისი-პარის“ მენეჯერი.