ბათუმში პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,   იქვე მდებარე შენობაში, საბურავებს გაუჩნდა ცეცხლი. ამჟამად ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცეცხლი ლოკალიზებულია. საგანგებოს ინფორმაციითვე, დაშავებულის შესახებ,  ინფორმაცია არ შესულა.