შემთხვევა სოფელ პირველ მაისთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი  გაჩერებულ სამარშრუტო მიკროავტობუს იმ დროს დაეჯახა, როცა მგზავრი ტრანსპორტში ადიოდა.

შემთხვევის შედეგად მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი მამაკაცი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.