კვარიათში, მაშველებმა ზღვაში დაკარგული მეორე ადამიანიც გარდაცვლილი იპოვეს. 

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ზღვაში დაკარგულებს სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი გუშინ, 28 ივლისს, იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ზღვაში სამი ადამიანი შევიდა, სამაშველო ჯგუფმა ერთის გადარჩენა შეძლო.