„ქართველმა ჰალკმა“ ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდში მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მან სტამბოლში, EAST VS WEST 12-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებაზე ლეგენდარული დევონ ლარატი ანგარიშით 4:0 გაანადგურა და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ქამარს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ საგინაშვილს ლარატი KING OF TABLE-ის ტიტულისთვის ბრძოლაშიც ჰყავს დამარცხებული.