ქართველ მევიოლინე ლიანა ისაკაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

მუსიკოსი მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა ოპერისა და ბალეტის თეატრში. ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს პრემიერმა, მთავრობის წევრებმა და დედაქალაქის მერმა მიუსამძიმრეს.

ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.